კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს BMW-სა და Mercedes-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 2 კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულებს შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.