გორის მერია დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს დააფინანსებს

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭრა - კერვა - მოდელირების კურსებს დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანადაფინანსების პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯები განვითარებისათვის“ ახორციელებს.
„სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლები უსასყიდლოდ შეისწავლიან ჭრა - კერვა - მოდელირებას. სწავლების საფასური სრულად ანაზღაურდება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი განვითარებისათვის“ მიერ. კურსის ხანგრძლივობა 3 თვე (კვირაში 2 დღე, დღეში 3 სთ).
მსმენელები ჭრა -კერვის კურსის პარალელურად გაივლიან სამეწარმეო უნარ-ჩვევების და ფონდების მოძიების ტრენინგებს.
ტრენერის კონსულტაციების შედეგად, საინტერესო იდეების გარშემო მომზადდება ბიზნესგეგმები. პროექტი „სოციალურად დაუცველი ქალების დასაქმება სწავლების გზით“ ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მსურველების რეგისტრაცია გაგრძელდება 10 აპრილამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 595908691”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























