ელექტრომობილების რეკორდული გაყიდვების დამსახურებით Hyundai ევროპაში ყველაზე ელექტრიფიცირებული ავტომწარმოებელი გახდა

ჰიუნდაი 2045 წლისთვის დაგეგმილ კარბონის ნეიტრალიზაციას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. 2021 წელს კომპანიამ ევროპაში CO2-ის მაჩვენებელი 108.0გ-მდე დაიყვანა და ევროპის მოთხოვნებსაც კი მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

აღნიშნული წარმატება მეტ წილად დაკავშირებულია ჰიუნდაის ელექტრომობილების გაყიდვების ზრდასთან. მაგალითად 2022 წლის პირველ ორ თვეში ევროპაში გაყიდვების 20% სწორედ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 102%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ელექტრომობილების გაყიდვების ტრენდის ზრდა მნიშვნელოვნად დაკავშირებულია IONIQ 5-თან. 2022 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ევროპაში 8137 ერთეული IONIQ 5 გაიყიდა.

„ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გაყიდვა არ შეიძლება შევაფასოთ როგორც ტრენდი, ეს დღეისათვის აუცილებლობაა. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებელზე და თითოეულ პროდუქტს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ვქმნით. IONIQ 5-მა ევროპის მასშტაბით უკვე 10-ჯერ მოიპოვა წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტული (სხვადასხვა ქვეყნებში). Hyundai არ მიყვება მხოლოდ რეგულაციებს და ნორმებს, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ავითარებს გარემოს.“ - მაიკლ კოული ჰიუნდაი ევროპის პრეზიდენტი.

ნულოვანგამონაბოლქვიანი მანქანები საერთო გაყიდვებზე მნიშვნელოვნად აისახება

2021 წლის გაყიდვების ზრდის ტენდეცია 2022-შიც გრძელდება. 2022 წლის იანვარსა და თებერვალში ევროპასა და დიდ ბრიტანეთში Hyundai-მ 74 661 ავტომობილი გაყიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 28.8%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის იდენტური პერიოდი. მხოლოდ თებერვალში ევროპაში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 37 000-ს აჭარბებს და 25.5%-ით აღემატება 2021 წლის თებერვლის შედეგს. Hyundai-ს ყველაზე პოპულარული ავტომობილები ევროპაში 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით Tucson-ი (29.3%), Kona (21.4%) და i20-ია (11.1%).

  • შეგახსენებთ, რომ Tucson-ი წარმოდგენილია როგორც შიდა წვის, ასევე ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდის ძრვაებით. ხოლო Kona ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ძრავით. ამავდროულად

დიდი წარმატება ხვდა წილად IONIQ 5-საც, რომელიც ახლახანს გამოვიდა და უკვე მსოფლიოს მასშტაბით ჰიუნდაის გაყიდვების 10.3% უჭირავს.

ევროპული ბაზრის წილის რეკორდული ზრდა ჰიუნდაის ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნის გამო, სტაბილურად იზრდება კომპანიის გაყიდვების წილი ევროპაშიც. მაგალითად, კომპანიის 2022 წლის გაყიდვები ევროპის საერთო ბაზრის 4.6%-ს შეადგენს (0.2%-ით მეტი წინა წელთან შედარებით). ხოლო თებერვლის მონაცემებით ჰიუნდაიმ 1.1%-ით გააუმჯობესა წინა წლის შედეგები.

გზა ელექტრიფიკაციისკენ CO2-ის შემცირება და ელექტრიფიცირებული ავტომობილების პოპულარიზაცია უბრალო დამთხვევა არ არის, ეს არი ნაწილი იმ გზისა, რომელსაც უკეთესი მომავლისკენ მივყავართ. ჰიუნდაი განაგრძობს გლობალურ ასპარეზზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ელქტრიფიკაციისკენ. ACEA-ს შესახებ ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციაში გაწევრიანებულია 15 დიდი ავტომწარმოებელი. ACEA მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იკვლევს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საზოგადოების მოთხოვნებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა