პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მიწვევა პარლამენტში არ შესულა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უკრაინის საელჩოში განუცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევა გუშინ გაეგზავნა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს