გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საავტომობილო გზის ბერშუეთი-სობისის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 3 265 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება და ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.
„სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთსა და სობისს მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. ათეულობით წელი გზის დაზიანებული საფარი პრობლემებს უქმნიდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. პროექტი ზაფხულში დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.