გია ვოლსკი „ლელოს“ კანონპროექტზე - ბადრი ჯაფარიძე შეხვდა ირმა ინაშვილს, რის შემდეგაც ინაშვილი მოსკოვში აღმოჩნდა, არ ვამბობ, რომ ეს რაიმე პირდაპირი ნიშანია ჯაფარიძის მოსკოვთან, მაგრამ ამ ნაბიჯის გადაფარვა მიდის გარკვეული აქტივობებით

ცოტა ხნის წინ, ბადრი ჯაფარიძეს შეხვედრა ჰქონდა ირმა ინაშვილთან, რის შემდეგაც ინაშვილი მოსკოვში აღმოჩნდა, მე არ ვამბობ, რომ ეს რაიმე პირდაპირი ნიშანია ბადრი ჯაფარიძისა მოსკოვთან, მაგრამ რეალურად, ამ ნაბიჯის გადაფარვა მიდის ახლა გარკვეული აქტივობებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ლუსტრაციის შესახებ "ლელოს" კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეალურად არიან პარტიები, რომლებიც პროდასავლურ კურსს ქადაგებენ, თუმცა, ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ და ეს უფრო საშიშია, ვიდრე "ვიღაცის წამოკნავლება, რომ რუსეთი კეთილ საქმეებს აკეთებს და საქართველოსთვის სიკეთე უნდა".

„ყველაფერი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ან მისი სატელიტი პარტიების მხრიდან იქნება შემოთავაზებული, რასაკვირველია, მეორე აზრსაც ატარებს, სულ ახლახან ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდა კონსულტაციები ირმა ინაშვილთან, შემდეგ ირმა ინაშვილი მოსკოვში აღმოჩნდა. მე არ ვამბობ, რომ ეს რაიმე პირდაპირი ნიშანია ბადრი ჯაფარიძისა მოსკოვთან, მაგრამ რეალურად, ამ ნაბიჯის გადაფარვა მიდის ახლა გარკვეული აქტივობებით, რომელიც არც ახასიათებს და შეურაცხმყოფელიც არის საქართველოსთვის. არანაირი რუსული პროპაგანდა, რაც არ უნდა ხმამაღლა გაისმოდეს სხვადასხვა ტელევიზიიდან, არ არის მოქმედი ქვეყანაზე, იმ საზოგადოებაზე, რომელმაც შვილები დაკარგა ომში და განიცადა ძლიერი დარტყმა. რა სახის პროპაგანდა უნდა გასწიოს რუსეთმა, რომ საქართველოს დაავიწყდეს ის მებრძოლები, რომლებიც ბრძოლის ველზე დატოვეს და ვისაც დაავიწყდა, ისიც ცნობილია კარგად. ესენი არიან კონკრეტული პირები, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სხვა ოფიციოზი, რომლებმაც მიატოვეს (მეომრები) ბრძოლის ველზე და დაავიწყდათ, ჩვენ არ გვავიწყდება, არანაირი პროპაგანდა ჩვენზე არ იმოქმედებს. ნინო ბურჯანაძეს რატომ არ ახსენებთ, როცა ჩასული იყო და "პარადს" დაესწრო ომის და ოკუპაციის შემდეგ, არ ახსენებთ იმიტომ, რომ ფანჩატურში იჯდა თქვენს პარტიასთან ერთად. მე არ მგონია, რომელიმე ამ პარტიას ("პატრიოტთა ალიანსს" და ა.შ. )რაიმე წარმატება ჰქონდეს და თავის პოლიტიკური შეხედულება თუ აქვს და ამბობს, რომ საქართველოს ინტერესები ამოძრავებს, რომ ეს პოზიცია ჰქონდეს. უფრო მეტს გეტყვით, მათ შეიძლება ეს თქვეს და მხარდამჭერი ჰყავდეთ 0.1 პროცენტი, მაგრამ ადამიანები არიან ვინც ეს არ თქვეს, მაგრამ ეს გააკეთეს და ესენი არიან ის პარტიები, რომლებსაც ზოგიერთი ტელევიზია წარმოადგენს. კონკრეტული პარტიები პროდასავლურს ქადაგებენ, მაგრამ ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარეს მტერს, ისევე როგორც სტრატეგიული ობიექტები. ორმაგი სტანდარტი მოქმედებს და მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა ჩვენს ქვეყანაში. ეს უფრო საშიშია, ვიდრე ვიღაცის წამოკნავლება, რომ რუსეთი კეთილ საქმეებს აკეთებს და საქართველოსთვის სიკეთე უნდა",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, " ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ შეიმუშავა ლუსტრაციის პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით, რათა გამოაშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საჯარო პროცესებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო