„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან 1989 წელის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ლიდერები შეიკრიბნენ, რომლებმაც 1989 წელის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აღნიშნეს, რუსული ფაშისტური აგრესია თანამედროვე მსოფლიოში გრძელდება, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
მათივე თქმით, თავისუფლებისთვის დღეს მეგობარი ქვეყანა უკრაინა იბრძვის.
“ადამიანებმა თავი გასწირეს და თავისუფლება მოგვიტანეს, სიმბოლურია, რომ დღეს, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის. 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სახელები ყველას გვემახსოვრება. იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი, მახსოვს მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს, დახოცეს. ჩვენი არჩევანი იყო თავისუფლება და დღესაც ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ეს ადამიანები გმირებად დაიბადნენ და ქვეყანას შესწირეს თავი, ჩვენ მათ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ დღეს ქართულად ვსაუბრობთ და ქართულ მიწაზე ვდგავართ", - აღნიშნავენ შეკრებილები.

























