გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, მოადგილეებთან ერთად გარდაბანში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად უდანაშაულო, თავისუფლებისთვის მებრძოლმა ახალგაზრდებმა, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე", - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

























