თელავში 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა თელავში, 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

„დღეს, 9 აპრილია, ეს არის დღე, რომელიც მუდამ გვახსენებს ქართველების ერთიანობის სულისკვეთებასა და ამავდროულად დიდ ტრაგედიას.

1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მოწამლეს. ქვეყანამ თავისუფლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო.

პატივს მივაგებთ სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ადამიანებს, მადლობა მათ თავისუფლებისათვის“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით კი, ჩვენი მოქალაქეების თავდადების შედეგად გვაქვს დღეს დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო.

„ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ჩვენი მოქალაქეების გმირობის და თავდადების შედეგად გვაქვს დღეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო.

გვსურს, პატივი მივაგოთ დღევანდელ დღეს გარდაცვილთა ხსოვნას, ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც საქართველოს მთლიანობას შესწირა თავი და გმირად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

საქართველოს 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მე ღრმად მწამს რომ გმირების თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის, სწორი ნაბიჯებით აუცილებლად გავამთლიანებთ საქართველოს“, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა