ფოთში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ფოთში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ფოთში, 9 აპრილის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე ნინო ვიბლიანმა ყვავილებით შეამკეს. შეკრებილებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

,,დღეს არის უდიდესი ტრაგედიისა და სიამაყის დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასს. ჩვენ სიამაყით მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას და შევინარჩუნებთ მათ მონაპოვარს", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.