ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ გადაიხადა. ბოლნისის კულტურის სახლის შემოქმედებითი წრეების მიერ შესრულდა 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი მცირე პერფორმანსი.

„დღეს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. 9 აპრილმა, ფაქტობრივად, განსაზღვრა საქართველოს მომავალი და ის იდეალები, რომელზეც ჩვენ განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. თითოეული ჩვენგანის ვალია არ დავივიწყოთ 9 აპრილის მოვლენების გმირები და მათ სათანადო პატივი მივაგოთ, სწორედ ჩვენი ეროვნული გმირების დამსახურებაა ის, რომ დღეს თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.

1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს