იოსებ ხახალეიშვილმა და  ზვიად შალამბერიძემ  9 აპრილის  მემორიალთან   დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და მოსწავლეთა პერფორმანსი გაიმართა.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, ორი წლის შემდეგ კი, ზუსტად ამ დღეს, ჩვენ უკვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მადლობა გმირებს, თავისუფლებისთვის!

ჩვენ ვალდებული ვართ, მათ მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნა!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერის თქმით კი, 9 აპრილის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს შიშველი ხელებით შეუძლია აღუდგეს ტანკებს, როდესაც საქმე საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება.

„საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი გმირობის მაგალითი ახსოვს და სწორედ ასეთია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში 9 აპრილი. 33 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს შიშველი ხელებით შეუძლია აღუდგეს ტანკებს, როდესაც საქართველოს სიყვარულს და საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება საქმე. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს, იმ ადამიანების თავგანწირვით მოპოვებული თავისუფლება კიდევ უფრო მეტ ფასს იძენს. ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ვალია, გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო