ბორჯომის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მამა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.
ზუსტად 33 წლის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. პატივს მივაგებ გმირების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“,- განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
ამასთან, დავით ზაალიშვილის თქმით, ეს დღე არის ტრაგიკულიც და ამავდროულად გამარჯვების სიმბოლოც.
„1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, ორი წლის შემდეგ კი, ზუსტად ამ დღეს, ჩვენ უკვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
მადლობა გმირებს, თავისუფლებისთვის!“- განაცხადა დავით ზაალიშვილმა.

























