ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან - ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი სიმბოლურად ყვავილებით შეამკო.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

„9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს საქართველოს ისტორიაში. ეს დღე არის ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს გმირობის, ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს, უდიდესი გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს ქართველებმა, ეს კი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. მინდა პატივისცემით გავიხსენო ჩვენი გმირები, რომელთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე შეუფასებელია" - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა