ზვიად შალამბერიძე - მეორე ეტაპზე იმერეთიდან უკრაინაში 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

მეორე ეტაპზე, იმერეთიდან უკრაინაში 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მოხდა.

გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.

ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო და სამოქალაქო სექტორი აქტიურად არის ჩართული.

მათივე ინფორმაციით, რეგიონიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია გრძელდება. იმერეთში მეორე ეტაპის ფარგლებში, ჩვენ 40 ტონა ტვირთი მოვაგროვეთ, რომელიც უკვე დაიტვირთა. შესაბამისად, ტრანსპორტირება მოხდება და უკრაინაში გაიგზავნება. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს და იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს გვერდით დაუდგა და ერთიანი ძალისხმევით უკრაინელ ხალხს ვეხმარებით", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა, მათ შორის, 40 ტონა იმერეთის რეგიონიდან გაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ეტაპი უკრაინაში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა