წელს ბათუმში ექსპლუატაციაში 4  ახალი საბავშვო ბაღი შევა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალაქში ექსპლუატაციაში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შევა.

სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვლილი.

გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ეზო კეთილმოეწყობა და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

ამ ეტაპისთვის, შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 574 ათას ლარს შეადგენს.

„ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. დამატებით, ქათამაძისა და მეზღვაურთა ქუჩებზე, კიდევ ორი ახალი ბაღი შენდება. საბავშვო ბაღების მშენებლობა, პირველ რიგში, იმ უბნებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო. მნიშვნელოვანია, რომ წელს ექსპლუატაციაში ოთხი ახალი ბაღი შევა“, - განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა