გიორგი მელაშვილი - იმედი მაქვს, ევროკავშირი გამოიჩენს წინდახედულობას და მიუხედავად პრობლემებისა, რომელიც გაგვაჩნია, მოახერხებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის  - ჩვენც არანაკლები სისხლი დავღვარეთ, ჩვენც მსხვერპლი ვართ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება ძალიან დიდი დარტყმა იქნება, როგორც ჩვენი მოსახლეობის მედეგობისთვის, ასევე იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ საკუთარ გზაზე გაიღო , - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" თავმჯდომარემ გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, გიორგი მელაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი გამოიჩენს წინდახედულობას და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გამოიჩენს წინდახედულობას და მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც გაგვაჩნია არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოახერხებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის მიერ სტატუსის არ მოცემას ძალიან კარგად გამოიყენებს ნებისმიერი პრორუსული ძალა. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობის მედეგობისთვის, ასევე იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ საკუთარ გზაზე გაიღო. მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ უკრაინაზე ვართ მიბმულები. რა თქმა უნდა, არსებული ვითარება დიდწილად უკრაინის საოცარი ბრძოლის დამსახურებაა, მაგრამ ჩვენც არანაკლები სისხლი დავღვარეთ, ჩვენც მსხვერპლი ვართ. ბუნებრივია, ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, არანაკლები ისტორიული პასუხისმგებლობა გააჩნია ევროკავშირს. იმედი მაქვს ევროკავშირი ამის სათანადოდ გააზრებას მოახერხებს. იმედი მაქვს, საქართველოს შიგნით აქტორები მიხვდებიან, რომ აუცილებელია ქვეყნის მომავალი დავაყენოთ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით“,- აღნიშნავს გიორგი მელაშვილი.

მან მმართველი გუნდის წევრების განცხადებები შეაფასა, სადაც გარკვეულ პირობებს ასახელებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს უმრავლესობის მოთხოვნებს, რომ უკრაინამ პასუხი უნდა გასცეს რამდენიმე კითხვას, მათ შორის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, მელაშვილი განმარტავს, რომ „ ქართული ოცნების“ მხრიდან შეკითხვები ლეგიტიმურია, თუმცა ახლა ამის დრო არ არის.

„ქართული ოცნების“ ეს შეკითხვები ლეგიტიმურია, მაგრამ არსებობს დრო და გარემო, როდესაც შეიძლება ამ კითხვების დასმა. როდესაც ქვეყანა ომშია, სახელმწიფო გადარჩენისთვის იბრძვის და ამ დროს ეკითხები არც ისე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს შიდა დისკუსიისთვის, არ მგონია, რომ სწორია.

არ მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება. ვთვლი, რომ პაპუაშვილს უნდა მიეღო ეს მოწვევა და ბუჩაში ჩასულიყო. მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, შენ რომ დაუწყო სახელმწიფოს გაუგებარი შეკითხვების დასმა, არ მგონია, რომ ამის ადგილია დღეს უკრაინაში“,- აღნიშნავს მელაშვილი.

გიორგი მელაშვილი ასევე დასძენს, რომ უკრაინაში უნდა წავიდეს არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით, როგორც ის განმარტავს, „ეს კარგი ჟესტი, ლამაზი და მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ სახელმწიფოს მთავარი წარმომადგენლობითი ფუნქცია პრემიერს გააჩნია“.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი წარმოდგენა შეუძლია პრემიერს და ბუნებრივია, პარლამენტის სპიკერს. ამ შემთხვევაში გვჭირდება უმაღლესი დონის სოლიდარობის ჩვენება ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, რაც უკრაინელებმა ჩვენთან მიმართებაში არაერთხელ აჩვენეს“,- განმარტავს მელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა