შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს 154 წელი შეუსრულდა

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს 154 წელი შეუსრულდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია თავის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ახალი თეატრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

,,შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი დღეს 154-ე წლისთავს აღნიშნავს. მინდა მივულოცო თეატრის დასს, ადმინისტრაციას, ზუგდიდელებს. თეატრი არის უმნიშვნელოვანესი კულტურის კერა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. კარგია, რომ თეატრის სრული ინფრასტრუქტურა განახლდება და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 155-ე წლისთავს თეატრი უკვე საკუთარ კედლებში აღნიშნავს და ბევრი საინტერესო სპექტაკლით გაახარებს თეატრის მოყვარულებს“ , - აღნიშნა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.

ამ ეტაპზე, სცენის ტექნიკური აღჭურვის, შიდა მოპირკეთების სამუშაოები და შიდა წყალგაყვანილობის სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, ორი დარბაზი ექნება – დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე გათვლილი, მცირე კი 140-ადგილიანი იქნება.

თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა. პროექტს ფონდი ,,ქართუ“ ახორციელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო