ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ბათუმში, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ქალაქის მასშტაბით, ხეები და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ლოკაციაზე დაზიანდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ბათუმის მერიაში განუცხადეს, შემთხვევის ადგილებზე ბათუმის მერიის თანამშრომლები იმყოფებიან და ზარალს სწავლობენ. მათივე თქმით, მოგვიანებით ქარის შედეგად მიყენებულ ზიანზე კონკრეტულ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ბათუმში ძლიერი ქარის გამო, მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც შევიდა.

























