მიხეილ დაუშვილი - როგორ შეიძლება  წინაპირობები წაუყენო უკრაინას, ამ შემთხვევაში ჩამოვალ, ან იმ შემთხვევაში ჩამოვალო? - მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხომ არ იბრძვის?

რომელ მორალში წერია, ის დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა, როგორ შეიძლება, რაღაც წინაპირობები წაუყენო უკრაინას, ამ შემთხვევაში ჩამოვალ, ან იმ შემთხვევაში ჩამოვალო?! ამით „ქართული ოცნება“ თავის თავს კი არ აზიანებს, ქვეყანას და ხალხებს შორის ურთიერთობას აზიანებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხვალინდელი დღე, პირდაპირ არის დამოკიდებული, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვებაზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საქართველო უკრაინის პირველი გულშემატკივარი უნდა იყოს.

„დღეს უკრაინა რომ იბრძვის, ჩვენ რატომ ვართ ვალდებული ბევრ რამეში? - უკრაინა რომ იბრძვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხომ არ იბრძვის, უკრაინის ბრძოლაზე ხომ პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და საერთოდ, საით აღმოვჩნდებით - აღმოვჩნდებით ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად, თუ საბჭოთა კავშირში, რუსეთთან ერთად. დღეს უკრაინა არის წამყვანი, წარმართველი ძალა ევროინტეგრაციის კონტექსტში, საქართველოსთვისაც და მოლდოვისთვისაც. სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც არის მიზეზი, რომ ხელჩაჭიდებული ვიყოთ მათთან, პირველ რიგში ხელისუფლება და სრულ კოორდინაციაში უნდა იყვნენ. მათი პირველი მხარდამჭერი დღეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება. უბრალოდ, მორალურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რომელ მორალში წერია, ის დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა, როგორ შეიძლება, რაღაც წინაპირობები წაუყენო ამ შემთხვევაში ჩამოვალ, ან იმ შემთხვევაში ჩამოვალო?! ამით „ქართული ოცნება“ თავის თავს კი არ აზიანებს, ქვეყანას და ხალხებს შორის ურთიერთობას აზიანებს“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში კითხვები არ უნდა გაჩენილიყო.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ პირდაპირ ბრალი დაგვდო, რომ საქართველომ რუსეთის კონტრაბანდული ტვირთი გაატარა, რაც „ქართული ოცნების“ ბრალია.

„სანქციების თავის არიდებაში ხომ არ ეხმარები რუსეთს? უბრალოდ კითხვა არ გააჩინო და თუ გინდა ხმას ნუ ამოიღებ. ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის, ლამის რუსეთს გულშემატკივრობდნენ. არა თუ კითხვები გააჩინეს სანქციებისთვის თავის არიდებაში, მეტსაც მიაღწიეს, უკრაინამ პირდაპირ ბრალი დაგვდო, რომ საქართველომ გაატარა კონტრაბანდული ტვირთი. უკრაინას მეტი საქმე არ აქვს, რომ საქართველოს რაღაცა დააბრალოს? დღეს ამ ომში მეტი საქმე არ აქვთ? 10 წელია ხარ ხელისუფალი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არა, ამ ქვეყანაზე არავის უნდა შეეძლოს, არავის უნდა ჰქონდეს იმდენი რესურსი, ხალხებს შორის ურთიერთობა, შენსა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორს ურთიერთობა ოდნავ მაინც არიოს და თუ ეს ასე ხდება, ეს პირველ რიგში შენი პასუხისმგებლობა და შენი ბრალია“, - აღნიშნა დაუშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს