ირაკლი კუპრაძე - „ლელო“ ბათუმში საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, სრულიად გასაგები მიზეზების გამო - ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა, რომ ოპოზიციისთვის უმრავლესობა წაერთმია

„ლელო საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ლელო“ ბათუმში საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

როგორც კუპრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის უმრავლესობა წაერთმია.

„ლელომ“ გადაწყვიტა, რომ ბათუმში საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, სრულიად გასაგები მიზეზების გამო - ბათუმი „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი უმძიმესი ადგილი გახდა, სადაც მათ ყველა ტიპის დანაშაულის ჩადენა მოუწიათ იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის უმრავლესობა წაერთმიათ და გადაეწონათ საკუთარ ანგარიშზე. ეს არ შეიძლება ოპოზიციამ აპატიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ამომრჩევლების, დემოკრატიის და იმ მნიშვნელოვანი პრინციპების ღალატი იქნება, რისთვისაც საერთოდ ამ სახელმწიფოში ვიბრძვით. რაც შეეხება იმის ახსნას, რით განსხვავდება ბათუმის შემთხვევა სხვა მუნიციპალიტეტებისგან, ნათელია, განსხვავდება ნუგზარ ფუტკარაძით, განსხვავდება გაყალბებული არჩევნებით, რომელშიც უზარმაზარი ფული ფიგურირებს, პირველ რიგში, „შავ ფულზე“ ვსაუბრობთ და ამის შემდეგ რაიმე დამატებით ლეგიტიმურობაზე საუბარი „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, ამის არანაირი მორალური თუ პოლიტიკური უფლებები არ გააჩნია“,-განაცხადა კუპრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო