„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში მოწვევისთვის ძველი და ახალი მომხმარებლები დასაჩუქრდებიან

„საქართველოს ბანკი“ რეფერალების კამპანიას იწყებს: მომხმარებელი, რომელიც მობილბანკში ახალ ადამიანებს მოიწვევს და გაააქტიურებს, მასთან ერთად 5-5 ლარით დასაჩუქრდება. აღნიშნული თანხა მას ყოველ ახალ გააქტიურებულ მომხმარებელზე დაერიცხება.
უფრო კონკრეტულად, თუ თავად იყენებთ მობილბანკს და გარშემო გყავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ გადმოუწერიათ ან უბრალოდ არ იყენებენ მობილბანკს ბოლო 3 თვეა, შეძლებთ, გაუგზავნოთ თქვენი პრომო კოდი და თუ ეს ადამიანი მობილბანკში შესვლისას შეიყვანს/გაიაქტიურებს ამ კოდს, მის პირველივე ტრანზაქციაზე ან პროდუქტის/სერვისის გააქტიურებაზე (მაგალითად, ყულაბის უფასოდ გახსნა) „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე თქვენც და მოწვეულსაც მაშინვე დაგერიცხებათ 5-5 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ტრანზაქციის მინიმალური თანხა 5 ლარია.
თავის მხრივ, ახალ მომხმარებელსაც შეუძლია, მობილბანკის პრომო კოდი ნაცნობებს გაუგზავნოს და მოწვეული პირის პირველივე ტრანზაქციაზე ერთად დასაჩუქრდნენ.
აქციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მობილბანკის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3M0vEch
(R)

























