ოზურგეთში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან ხმაურია

ოზურგეთში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან ხმაურია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მოქალაქეები ოფისის დახურვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაცია რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესო ქათამაძის განცხადებით, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული მოძრაობის ოფისი ოზურგეთში ერთ-ერთ ოჯახში გაიხსნა.
“ალტ-ინფოს“ ოფისში შეკრებილი მოღალატეები რუსეთთან შეერთებას ითხოვენ. ზაზა დამენიას ქალაქში „ალტ ინფო“ ვერ იარსებებს. ამ ფაქტს ვაპროტესტებთ, ახალგაზრდა ადამიანებს გვერდში ვუდგავართ“, - განაცხადა ენმ- ს წევრმა ბესო ქათამაძემ.

























