თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც 1000-ზე მეტი სტუდენტის სწავლის დაფინანსებას გულისხმობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა, რაც 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტებს, რომელთაც მოცემული მომენტისთვის დავალიანება აქვთ და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, გადასახადი დაუფინანსდებათ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

„აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სტუდენტთა დახმარების არა ერთ პროგრამას ახორციელებს. აჭარაში სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთან საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები მოქმედებს.

სტუდენტთან დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება, სწავლა სხვადასხვა სტატუსის მქონე სტუდენტებს უფინანსდებათ. 2022 წელს, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს