მოსახლეობის განცხადებით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა

მოსახლეობის განცხადებით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ცხოვრება კი საფრთხის შემცველია, - ამის შესახებ მახინჯაურში მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომლებიც პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ.

მოსახლეობის თქმით, ავტობანის მშენებელ კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მახინჯაურში მცხოვრებლები კომპენსაციის მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას მთავრობის სახლთან გეგმავენ.

„ტურისტულ ზონაში ვიმყოფებით. რაც ავტობანი აშენდა, აქ ცხოვრება საშიში გახდა, რადგან საცხოვრებელი სახლები დაიბზარა. დაზარალებულ მოსახლეობაზე პასუხისმგებლობას არც კომპანია და არც მთავრობა არ იღებს“, - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.