ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახლად აშენებული კორპუსი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა.

„პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც 570 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად არის ადაპტირებული. წელს სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და ძველი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება. 2022 წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდება, 10 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა