არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს სურდათ უკრაინაში წამოსვლა, თუმცა მათზე გავლენა მოახდინეს აგრესიულმა, არასაპარლამენტო  „ნაციონალებმა“, რომლებიც პოლიტიკურ თამაშგარეში არიან

მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტიდან სურდათ კიდეც წამოსვლა დელეგაციაში, თუმცა როგორც ჩანს, გარეთ მყოფმა „ოფსაიდერმა“, აგრესიულმა პოლიტიკოსებმა მოახდინეს გავლენა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ დელეგაციას არ შეუერთდეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის არ იცნობს არცერთ მოქალაქეს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში არ ყოფნის გამო „ცრემლები წამოუვიდა და გული აუჩუყდა“.

„როგორც ჩანს, ძალიან დიდი გაუგებრობებია ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც. მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტიდან სურდათ კიდეც წამოსვლა ამ დელეგაციაში, თუმცა, როგორც ჩანს, გარეთ მყოფმა „ოფსაიდერმა“, აგრესიულმა პოლიტიკოსებმა მოახდინეს გავლენა. არასაპარლამენტო „ნაციონალებმა“, აგრესიულმა „ნაციონალებმა“, რომლებიც არიან პოლიტიკურ თამაშგარეში, ძალიან აგრესიული განცხადებებით აიძულეს თავისი კოლეგა პარლამენტარები, რომ არ წამოსულიყვნენ და რომ გითხრათ, საზოგადოებას ცრემლები წამოუვიდა იმაზე, რომ გიგი უგულავამ აიძულა პარლამენტარები „ნაციონალური მოძრაობიდან“, არ წავიდნენ უკრაინაში, მე არ ვიცნობ ეგეთ მოქალაქეს, ვისაც ამაზე გული აუჩუყდა. გამოჩნდა ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია არის ჩართული ამ დელეგაციაში, რაც გარკვეულწილად მიუთითებს, პირდაპირ ნუ დავაკავშირებთ უკრაინის ომის ამბებს პოლიტიკასთან, მაგრამ ეს თავისთავად არის გარკვეული ინდიკატორი, თუ როგორი იქნება საქართველო მომავალში.

მე თავს არ მივცემ უფლებას სხვა პარტიის წარმომადგენელთა სახელით ვისაუბრო ან მათი პოზიციები გავახმოვანო, უბრალოდ ერთ შეკითხვას დავსვამ, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობდა ორ შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა უკრაინაში გამგზავრებას, მაშ რისთვის მონაწილეობდა?“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზღვარგარეთ საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს წარმოადგენს და არ არის საინტერესო, რომელი პოლიტიკური ჯგუფები არიან მასში, არამედ მთავარია დელეგაციაში წარმოდგენილი იყოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

„როდესაც საპარლამენტო დელეგაცია ქვეყნის გარეთ მიემგზავრება, ერთადერთი კრიტერიუმი წარმომადგენლობის კუთხით ხდება არა ის, ვინ რომელი პარტიული ნომრით მოდის ან რომელი ფრაქციის წევრია, არამედ ერთადერთი კრიტერიუმით ფასდება, არის თუ არა ოპოზიცია წარმოდგენილი დელეგაციაში.

„აი, ეს ფრაქცია რატომ არ არის“, „ოთხი ფრაქცია რომ გყავთ პარლამენტში ოთხივე რატომ არ არის?“, ასეთი საუბარი არის არასერიოზული და ვინც ეს საუბარი წამოიწყო, მე ვფიქრობ, რომ მას ძალზედ არასერიოზული წარმოდგენა აქვს პოლიტიკაზე. ქვეყნის შიგნით და პარლამენტში ეს ხალხი არის თავისი პარტიის წარმომადგენლები, თავისი საარჩევნო ნომრები აქვთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის გარეთ ამ ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს პლაკატებს კი არ წარმოადგენენ ეს ადამიანები, არამედ წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტს, რომელშიც არის თუ არა უმრავლესობა და ოპოზიცია, აი, ეს არის ერთადერთი საინტერესო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო