ალექსეი დანილოვი - რუსეთის გეგმა მარტივი და თავხედური იყო : ჩვენი პრეზიდენტის განადგურება, ბოლო მცდელობა 7 მარტს განხორციელდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 22 თებერვალს გეგმავდა და მისი მთავარი მიზანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება იყო.

"გეგმა საკმაოდ მარტივი და თავხედური იყო. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. ეს იყო მათი ნომერ პირველი საკითხი და ამ კუთხით რამდენიმე მცდელობა განხორციელდა. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ 22 თებერვალს დაახლოებით 19:20 საათზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში. შემდეგ იყო კიდევ ოთხი მცდელობა. ბოლო იყო 7 მარტს - მაშინ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან, სადაზვერვო უწყებებისგან, რომ მსგავსი ოპერაცია იგეგმებოდა“, - განაცხადა დანილოვმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?