შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა" არის იქ, სადაც უნდა იყოს - „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის დელეგაციის გარეშე დარჩა, რაც ლოგიკურია

„ნაციონალური მოძრაობა" არის იქ, სადაც უნდა იყოს - „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის დელეგაციის გარეშე დარჩა, რაც ლოგიკურია, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გამგზავრებაზე ოპონენტების უარს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, გამოჩნდა, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი ვიზიტის ჩაშლა იყო.

„უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი იქნება, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა ფლანგზე იქნება. ველოდები, რომ მეგობრული ვიზიტი იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები თანხმდება, რაც ვადებს, მარშრუტს და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს უკავშირდება.

„ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს. იცით, რომ უსაფრთხოების საკითხები არსებობს. უკრაინელ კოლეგებთან ყოველწუთიერ კონტაქტზე ვართ და ეს ვიზიტი აქედან გამომდინარე დაიგეგმება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა