გორის მერის გადაწყვეტილებით, 13 წლის უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა

გორის მერიის ინფორმაციით, უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.

13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ წარუდგინეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში ჩამოვიდნენ.

„გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო. იაკუნინების ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან გასაუბრებისას ფეხბურთის შესწავლის შესახებ ტიმურის სურვილი გამოიკვეთა. მერიამ მისი სურვილი გაითვალისწინა და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელია.

ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ცხოვრობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს