თორნიკე რიჟვაძე ფონდი „იალქანის“ ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღის ცენტრ „იალქანის" ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს და ბავშვების საჭიროებებს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის ცენტრი სხვადასხვა საჭიროების მქონე 50-მდე ბავშვს ემსახურება. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ფონდ „იალქანს" ფართი გადაეცა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების დღის ცენტრი მოეწყო.

„დღის ცენტრის ბენეფიციარები კულტურულ, სპორტულ აქტივობაში აქტიურად არიან ჩართული. ცენტრში თიხაზე მუშაობას, უცხო ენებს შეისწავლიან.

ფონდი გაფართოვდა, მობილური და მულტიდისციპლინური ჯგუფები დაემატა, რომლებიც ბავშვებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.

„იალქანი“ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს მაისიდან 24 საათიან მომსახურებას გაუწევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა