რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა ხორციელდება

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საპროექტო სამუშაოების პარალელურად, ა(ა)იპ ოუფენ ნეტის, სამშენებლო კომპანიების, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოუფენ ნეტის დირექტორი - მარიამ სულაბერიძე, კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უძღვებოდა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ამბროლაური-ონის მიმართულებით, დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, ხოლო ლეჩხუმის მიმართულებით, ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი უკვე დასრულებულია და აღნიშნულ არეალში, პროექტირება უახლოეს დღეებში დაიწყება.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამიზნე გეოგრაფიული არეალებია:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: ამბროლაური, სოფლები: ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, ბოსტანა, ლიხეთი, სადმელი, კვაცხუთი, ძირაგეული, კლდისუბანი, წესი, ურავი, ნიკორწმინდა, მეორე ტოლა, პირველი ტოლა;

ონის მუნიციპალიტეტი: ქალაქ ონი, სოფლები: უწერა, ღები, ღარი, გლოლა;

ლენტეხის მუნიციპალიტეტი: დაბა ლენტეხი, სოფლები: ხელედი, რცხმელური;

ცაგერის მუნიციპალიტეტი: ქ. ცაგერი, სოფლები: ტვიში, მახაში, წიფერჩი, ლასურიაში, ქვედა ცაგერი, ჭალისთავი, ოყურეში, ზუბი, ლაილაში, ჩხუტელი, ლაჯანა, ორბელი;

ტყიბული-ამბროლაური-ონის პარამეტრებია: ასაშენებელი ინფრასტრუქტურა - 150 კმ; დასახლებული პუნქტი - 20; მოსახლეობა - 11,000;

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის პარამეტრებია: ასაშენებელი ინფრასტრუქტურა - 145 კმ; დასახლებული პუნქტი - 21; მოსახლეობა - 10,000”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ჩვენი მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

,,ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ჩვენი მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ამიტომ მისასალმებელია, საყოველთაო ინეტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი რეგიონის მასშტაბით დაწყებული და უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები'', - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს