გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მარტის თვეში მოსახლეობის დასახმარებლად სოციალური პროგრამის ფარგლებში 364 500 ლარი გაიცა

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მარტის თვეში მოსახლეობის დასახმარებლად სოციალური პროგრამის ფარგლებში 364 500 ლარი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში, პროგრამის 25 მუხლით გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 855 მოქალაქემ ისარგებლა.
მათ შორის სოციალური დახმარება 405 ადამიანმა მიიღო, ხოლო ჯანდაცვის სერვისებით 450 მოქალაქემ ისარგებლა.
სოციალური მიმართულებით 162 000, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 202 500 ლარი გაიცა.

























