ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება - მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლების განმავლობაში უფუნქციოდ მიტოვებული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 671 000 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და ის სულ მალე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა.

„კულტურის სახლში განთავსდება სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებას დაიწყებს სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები და დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

დღესვე, პრემიერ-მინისტრი სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე და დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ წყალმომარაგების საკითხი კვლავ აქტუალურია. პრემიერმა შესაბამისი თანამდებობის პირებს საკითხის დროულად გადაჭრის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი,თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გელა სამხარაული იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა