ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა დავათვალიერო ყველა ის პროექტი, რომელსაც მოსახლეობას არჩევნებამდე დავპირდი

პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ რეფორმას, მიწის სისტემურ რეგისტრაციას. 1 200 000 ჰა მიწა უნდა დარეგისტრირდეს ამ 3 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრირებული და იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

„ეს არის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც არ ჩატარებულა მანამდე. რეფორმა არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ამიტომ, ეს პროცესი დავიწყეთ, გადავწყვიტეთ და დავასრულებთ 3 წელიწადში. 2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრირებული და იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ეს მიწა, ეს რესურსი, ეს სიმდიდრე ჩაერთვება სწორედ ჩვენი ქვეყნის ბრუნვაში და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამ ფაქტისა და პროექტის მნიშვნელობა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა დავათვალიერო ყველა ის პროექტი, რომელსაც პირადად მე დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე. სამუშაოები არის აქტიურ ფაზაში გადასული. ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი ახლა არის ეკონომიკის, ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, სიღარიბის შემცირება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ამიტომ, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველვყოთ განვითარება, ყველა რეგიონს, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს