შალვა პაპუაშვილი - რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას - ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იან წლებსა და 2008 წლის ომში, ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა

მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში, რადაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, რათა ვაჩვენოთ ჩვენ მეგობრებს ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი, სხვაგვარად არ შეგვეძლო, რადგან ჩვენი ხალხი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, ჩვენ კულტურა, მეგობრობა და ისტორია გვაერთიანებს. ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმ სურათის, რომელიც ვიხილეთ ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, კრამატორსკიში, მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, პატივი სცეს უკრაინელებს არჩევანს. ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იან წლების ომსა და 2008 წლის ომში, ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა, ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის“, - განაცხდა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია