18 და 19 აპრილს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

18 და 19 აპრილს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 18 და 19 აპრილს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს ახორციელებს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 18 და 19 აპრილს 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.