რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ თემს, კათოლიკეებსა და ლუთერებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ თემს, კათოლიკეებსა და ლუთერებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. აღდგომა ცოდვაზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებთ“, - აღნიშნულია მილოცვაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კათოლიკეებსა და ლუთერებსაც ულოცავს.

„დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს კათოლიკური ეკლესია. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, სიკეთეს, სიხარულს და მშვიდობას გისურვებთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უერთდება ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სიხარულს და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მათ. აღდგომა ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია, სიკეთე და სიხარული გქონოდეთ. ქრისტე აღდგა!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის