სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ახალციხეში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა აღნიშნეს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ახალციხეში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა აღნიშნეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგიას სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მამა ჰაირაკოფ ასაკიანი უძღვებოდა.

მათივე ცნობით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმაც იზეიმეს. დღესასწაული ახალციხეში, რაბათის უბანში მდებარე სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში აღნიშნეს. საზეიმო წირვას მღვდელი პეტრე სტრელკო უძღვებოდა.

ახალციხის სურბ გრიგორ ლუსაროვიჩის სომხურ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ მიულოცა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა