უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს, ქალაქ ბროვარიში რაკეტა ჩამოვარდა. ქალაქის მერის იგორ საპოჟკოს ინფორმაციით, სარაკეტო
თავდასხმამ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მერს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა დაზიანება გამოიწვია აფეთქებამ. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ.
ცნობისთვის, დღეს დილით კიევში აფეთქების ხმა ისმოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"