ბათუმში, “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ე.წ. “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, აქციის მიზანია, რომ აჭარის მთავრობამ ე.წ. “ოცნების ქალაქში” თვითნებურად შესახლებული პირების რეგისტრაცია–დამისამართება მოახდინოს.

ამასთან, ადგილობრივები ითხოვენ, რომ ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია მიაწოდონ.

შეკრებილების თქმით, ამ დრომდე უცნობია, რა კატეგორიას გადაეცემა ე.წ. “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე აშენებული ბინები.

აქციის მონაწილეები ახლად აშენებული კორპუსების უსაფრთხოების ნორმების შესწავლასაც მოითხოვენ.

როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, თუ უახლოეს პერიოდში მთავრობა მათ მოთხოვნებს პასუხს არ გასცემს, საპროტესტო აქციის გამართვას 30 აპრილს, აჭარის მთავრობის სახლთან გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო