ითხვისის მაღაროში ერთი პირი დაიღუპა

ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთი პირი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.

"კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო.

კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად.

"ჯორჯიან მანგანეზი"კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა