მეგატექნიკაში სააღდგომო ფასდაკლება დაიწყო

სააღდგომოდ დიდი სამზადისია ყველა ოჯახში და მეგატექნიკაშიც დიდი ფასდაკლებები დაგახვედრეთ. გასათვალისწინებელია, რომ ფასდაკლებაში მხოლოდ სამზარეულოს ტექნიკა არ არის. ეს შესაძლებლობა შეგიძლიათ გამოიყენოთ და დიდი თანხა დაზოგოთ საჭირო ტექნიკის შეძენისას.მაგალითად, შეიძინოთ მობილური ტელეფონი 35 ლარად, რომელიც კორპორატიული ქსელის ასაწყობად ან თუნდაც ღილაკებიანი მობილურის მოყვარული ადამიანისთვის იდეალური შეთავაზებაა.
HP-ის ლეპტოპი 999 ლარად კი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ! ალბათ გახსოვთ პანდემიის გამო გამოწვეული დეფიციტი ციფრულ ტექნიკაზე, რამაც ფასების ზრდაც გამოიწვია, ახლა კი დასტაბილურდა ბაზარი და ასეთ ფასად HP-ის 15.6“ -იან ლეპტოპს ვერსად ნახავთ. შესაბამისად, ახლაა სწორი დრო ციფრული ტექნიკის შესაძენად.
სასწაული შეთავაზებაა ტელევიზორზე! 32“ (81 სმ დიაგონალის) ტელევიზორის შეძენას 439 ლარად შეძლებთ! დიახ, ეს ნამდვილად ასეა და უნდა იჩქაროთ ამ აქციით სარგებლობა!
სამზარეულოს, რომ დავუბრუნდეთ პურის საცხობი არის ახლა ძალიან აქტუალური, რადგან მასში იდეალური პასკა ცხვება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. დიახ, თქვენ უბრალოდ უნდა ჩაყაროთ ინგრედიენტები, დააყენოთ პურის საცხობი ნამცხვრის ცხობის რეჟიმზე და 2.5 სთ-ში 1.5 კგ-იანი პასკა მზად არის. გერმანული ბრენდი Adler-ის პურის საცხობის შეძენას კი 359 ლარად შეძლებთ მეგატექნიკაში. საყურადსაღებოა, რომ ამ ზომის პურის საცხობი ბაზარზე დეფიციტურია, ის ორი საზელი ფრთით არის და მისი შეძენით თქვენ ზოგავთ ელექტროენერგიას და დროს.
მიქსერი ჯამით კი ნამდვილად კომფორტულია, როდესაც მზადებისას ორივე ხელი გჭირდებათ. დაავალეთ მიქსერს კრემის ან ცომის მომზადება და თქვენ ამ დროს სხვა ინგრედიენტის მომზადებით დასაქმდით. ხოლო, თუ კომპაქტური და მძლავრი ხელის ბლენდერი გესაჭიროებათ, მეგატექნიკაში მას 45 ლარად შეიძენთ.
კერძის მომზადების დასასრულს კი განსაკუთრებით ვხვდებით ჭურჭლის სარეცხი მანქანის საჭიროებას, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა შეიძინეთ 9 პერსონაზე გათვლილი ცალკე მდგომი ჭურჭლის სარეცხი მანქანა მეგატექნიკაში 799 ლარად. დაუთმეთ მეტი დრო ოჯახის წევრებს და საკუთარ თავს, ჭურჭლის რეცხვა კი ტექნიკას დაავალეთ.
და ბოლოს, თუ თქვენ სამზარეულოს განახლება გაქვთ გეგმაში, ჩვენი საუკეთესო შეთავაზება ჩასაშენებელ სამეულზე არ უნდა გამოგრჩეთ. Simfer-ის ბრენდის ღუმელი, ზედაპირი და გამწოვი 799 ლარად ნამდვილად უკონკურენტო შეთავაზებაა.
ამ და სხვა შეთავაზებებით სარგებლობას ონლაინაც შეძლებთ www.megatechnica.ge და რა თქმა უნდა ჩვენს ყველა ფილიალში!
(R)

























