ბათუმში უკანონო მშენებლობების ნებართვებს საცხოვრებელი ეზოს ხარჯზე გასცემენ (R)

ბათუმში უკანონო მშენებლობების ნებართვებს საცხოვრებელი ეზოს ხარჯზე გასცემენ (R)

მოგმართავთ ქალაქ ბათუმის, ფარნავაზ მეფის ქუჩა #113-115-117-119-121-სა და გორგასალის ქუჩა #110-112-114-ში მცხოვრები მოსახლეობა (მესაკუთრეები).

ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთ დაზარალებულებს, რომლებსაც საცხოვრებელი პირობები სისტემატიურად გვეზღუდება და ასევე ირღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაც.

შპს ,,BIC“ (ბი აი სი )-ისა და შპს ,,გრინკო გორგასალის“ (ს/ნ 445533281) დამფუძნებლებმა, რომლებიც ერთი და იგივე პირები გახლავთ, არაერთგზის დაარღვიეს საქართველოში მოქმედი კანონონმდებლობა და კვლავ აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ისინი თვითნებურად მოქმედებენ და ჩვენი ეზოს შევიწროებისა და თაღლითური გზით ტერიტორიის მიწერით აღწევენ სასურველ შედეგს. უკანონო მშენებლობის ფონზე საცხოვრებელ კორპუსს ეზო თითქმის აღარ დარჩა. გარდა ამისა, ეზოში სივრცის აღქმის, მზის სხივისა და ჰაერის მიწოდება მხოლოც იმ მცირე ნაწილიდან არის შესაძლებელი, სადაც ახლა ზემოაღნიშნული კომპანია უკანონოდ ცდილობს კორპუსის აშენებას. ეზოში მუდმივად ნესტი, სოკოს ნადები და უჟანგბადობაა, რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

შპს ,,BIC“-მა 2007 წელს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მიიღო მისთვის სასურველ არქიტექტორულ პროექტზე შეთანხმება, შემდეგ წლებში კი არაერთგზის მშენებლობის სანებართვო მოწმობა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 2010 წელს შპს ,,BIC“-მა ზემოაღნიშნული მისამართები გააერთიანა მიწის ერთ ნაკვეთად (ს/კ 05.23.21.005) 3523.00 კვ.მ ფართობზე და მიიღო მშენებლობის ნებართვა. მომდევნო წლებში აღნიშნული ფართობი უკანონოდ რამდენჯერმე დაყო სხვადასხვა ფართობებად თავისი ბიზნესინტერესებისათვის. ასევე მიითვისა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებიდან (ეზოს) 126.00 კვ.მ ფართობი. მიწის გაყოფა მიზანმიმართულ მოქმედებას წარმოადგენდა შპს ,,BIC“-ისათვის, რადგანაც თავიდანვე ჰქონდა განზრახული მეზობელ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.23.21.014 ფართობი: 375.00 კვ.მ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ მისცემდა K2 - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობს და ასევე მესაკუთეებისგანაც ვერ მიიღებდა 100 % თანხმობას.

შპს ,,გრინკო გორგასალის“ სახელით შპს ,,BIC“ (რომლებიც ერთი და იგივე პირები გახლავთ) ისევ განაგრძნობს სერიოზულ უკანონობას. როდესაც გავიგეთ აღნიშნული მშენებლობის შესახებ, მივმართეთ ქ. ბათუმის მერიას, რომელმაც 2019 წლის მარტსა და დეკემბერში, ორჯერ უთხრა უარი არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების განხორციელებაზე. თავდაპირველად შპს ,,გრინკო გორგასალმა“ წარადგინა 5- სართულიანი არქიტექტურული პროექტი, ხოლო შემდეგ კი - 12- სართულიანი. ქ. ბათუმის მერიის ბრძანებაში უარის თქმის შესახებ წერია, რომ „წარმოდგენილი სახის შენობის განთავსება სიმაღლისა და გაბარიტების გათვალისწინებით მიუღებელია, ის მნიშვნელობნად ზღუდავს მიმდებარედ არსებული შენობისათვის (ანუ ჩვენი კორპუსისთვის) სივრცის აღქმის, მზის სხივისა და ჰაერის მიწოდების შესაძლებლობას“, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ დაუკმაყოფილა მოთხოვნა.

2022 წელის აპრილში გავიგეთ, რომ შპს ,,გრინკო გორგასლისალმა“ ქ. ბათუმის მერიისაგან მიიღო მშენებლობის ნებართვა და აპირებს უმოკლეს დროში მშენებლობის განხორციელებას. რადგანაც შპს ,,გრინკო გორგასალს“ საინფორმაციო დაფაც არასოდეს ჰქონია საჯაროდ და არც დღეს აქვს (რაც ასევე კანონდარღვევაა). აღნიშნულ მშენებლობაზე თანხმობა ნიშნავს ჩვენთვის სასიცოცხლო სივრცის დახურვას, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ერთადერთი სივრცე, საიდანაც ეზოში შემოდის მზის სხივი და ჰაერი. აღნიშნული პრობლემა ნამდვილად გულთან მისატანია, რადგან ჩვენს ეზოში ცხოვრობენ შშმ პირები, პირველი ჯგუფის ინვალიდები, რომლებიც ბუნებისგან დაიჩარგრენ, ახლა მზის სხივიც სანატრებელი დაურჩებათ. ასევე ეზოში ცხოვრობს ბევრი ბავშვი, რომელთაც ყველაფერთან ერთად სჭირდებათ სათამაშო სივრცეც.

გარდა ზემოაღნიშნულისა ქ. ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული აქტების გაცემისას არ დაადგინა რამდენად შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთი 501.00 კვ.მ. (ს/კ (05.23.21.026.) განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი k1 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი k2 და მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი k3 მონაცემები და უკანონოდ გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. გადაწყვეტილება: გ.14.14220325; ბრძანება: ბ14.142203224 თარიღი: 01/02/2022 წ. კერძოდ, მაქსიმალურზე მეტად გაზარდა K2 კოეფიციენტი. და 501.00 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გასცა 13 სართულიანი მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

ქ. ბათუმის მერიამ კანონმდებლობის სრული დარღვევით გასცა შპს ,,გრინკო გორგასალის“ სახელზე (მშენებლობის დამკვეთზე) ზემოაღნიშნული სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები. ამ ადმინისტრაციული აქტებით დაირღვა ზემოაღნიშმულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის (მესაკუთრეების) კანონიერი უფლებები.

მოვითხოვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარისგან, ქალაქ ბათუმის მერიისგან და ასევე საქართველოს მთავრობისგან მიიღოთ შესაბამისი ზომები, შეიქმნას კომისია, გამოყოთ ნეიტრალური კომპეტენტური პირ(ებ)ი, რომლებიც აღნიშნულ გარემოებებს გამოიკვლევენ, შეისწავლიან და შეაფასებენ. ასევე გადაიხედოს შპს ,,გრინკო გორგასალის“ და შპს BIC“-ის სახელზე გაცემული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტები. პროცესის დასრულებამდე გთხოვთ, შეაჩეროთ შპს ,,გრინკო გორგასალის“ სახელზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მის: ქალაქი ბათუმი, ქუჩა გორგასალი, N116-118; ქალაქი ბათუმი, ქუჩა ფარნავაზ მეფე, N113-121, ქუჩა ჰ. აბაშიძის N16; ქალაქი ბათუმი, ქუჩა ფარნავაზ მეფე, N115; ქალაქი ბათუმი, ქუჩა ფარნავაზ მეფე, N121; ქალაქი ბათუმი, ქუჩა ფარნავაზ მეფე, N113-115-117-119, ქუჩა გორგასალი, N 110-112-114 (ეს მისამართები ასევე ფიქსიდება ჩვენი ეზოს მისამარებად, აქაც იკვეთება მათი მზაობა და უკანონობა). უმოკლეს ვადებში ასევე მივმათავთ შესაბამის ორგანოებს.

იმედს ვიტოვებთ და გვჯერა თქვენი გულისხმიერების, რომ ჩვენს მოთხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებთ.

დანართად წარმოგიდგენთ ფოტოს-თვალსაჩინოებისათვის. ასევე გვაქვს დოკუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნული დარღვევის ფაქტებს (საჭიროების შემთხვევაში მათაც წარმოგიდგენთ).

პატივისცემით,

ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩის #113-115-117-119-121-სა და გორგასალის ქუჩა #110-112-114 - ში მცხოვრები მოსახლეობა.

(R)