19 აპრილს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღარ შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კმ-ზე ხევი-უბისას მონაკვეთზე არსებულ ხიდზე, რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟი დასრულებულია. შესაბამისად, 19 აპრილს 03:00 საათიდან 06:00 საათამდე, დაგეგმილი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა აღარ განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.

























