შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდა - ნახევარდღიანი ეიფორიისა და ისტერიის შემდეგ, ყველა დაწყნარდა და ვერ ვხედავ ბევრ ადამიანს, ვისაც კითხვარის შევსების სურვილი გაუჩნდა

კარგია, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდა - ნახევარდღიანი ეიფორიისა და ისტერიის შემდეგ, ყველა დაწყნარდა და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ბევრ ადამიანს, ვისაც კითხვარის შევსების სურვილი გაუჩნდა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა მიხვდა, რომ კითხვარის შევსება სკრუპულოზური და რუტინული სამუშაოა. მისივე ინფორმაციით, კითხვარი შეფასებითი ხასიათის არ არის, წარმოდგენილია ფაქტობრივი მდგომარეობის აღმწერი კითხვები, რასაც ძირითადად კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაეცემა პასუხი.

„კითხვარის მიზანი ერთადერთია - აღწეროს ფაქტობრივი საკანონმდებლო მდგომარეობა საქართველოში. რაც მახსენდება, არც ერთი კითხვა შეფასებითი ხასიათის არ არის. ყველაფერი ფაქტობრივ მდგომარეობაზეა დამყარებული. ამიტომ ეს ისტერიკაც ჩაწყნარდა და ყველამ ამას როგორც საქმიან პროცესს შეხედა.

კითხვარის შევსების პროცესში, მათ შორის ჩართულია პარლამენტი. ახლა მთავარია იმაზე ვკონცენტრირდეთ, რომ კითხვარის შევსება მალე მოხდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რეფორმების გატარება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ეტაპი და ასოცირების შეთანხმების საკითხია.

„ასოცირების შეთანხმებაში გაწერილია რეფორმები, რასაც ქვეყანა კითხვარის შევსების პარალელურად ატარებს. ასოცირების შეთანხმების 40% შესრულებულია. 60% - ჯერ კიდევ შესასრულებელია. ჩვენი გეგმა იყო, რომ 2024 წლისათვის დამატებით კიდევ 20%-ით ავიდეთ ასოცირების შეთანხმების 60-65%-ის შესრულებასთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა