შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.შეკრებილების განცხადებით, სოფელი მეწყერ საშიშ ზონად იქცა, რაც შუახევ ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

მოსახლეობის თქმით, 2017 წელს შუახევ ჰესი ექსპლუატაციაში ჩაეშვა, თუმცა მანამდე რისკების შესწავლა სათანადოდ არ მომხდარა. სოფელ კობალთას მოსახლეობის თქმით, მოსავლიანობა 70 პროცენტით შემცირდა, ამასთან სასმელი წყლის პრობლემებიც შეიქმნა. მოსახლეობა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს და ათ დღიან ვადას აძლევს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ ან გაგვასახლონ. პირველად მეწყერი განვითარდა 2017 წლის მაისში, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა სათიბებთან და საშეშე ტყესთან მისასვლელი გზები, ასევე ჩამოიშალა სოფელში მისასვლელი ცენტრალური გზა, განადგურების პირასაა მისული. შეგვექმნა მძიმე სოციალური ფონი. ჩვენს ძირითად შემოსავალს, მესაქონლეობა და მიწათმოქმედება შეადგენს და სოფელში არ არსებობს რაიმე ალტერნატიული დასაქმების საშუალება. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა და ზიანისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია შუახევ ჰესის მშენებლობასთან (2014-2017წწ), არ მიგვიღია არანაირი დახმარება, არანაირი კომპენსაცია. აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ ცნობად მიიღოთ აღნიშნული საკითხი და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ დროულად, იმოქმედოს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე”,- განაცხადეს მოქალაქეებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა