დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის: ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, დედოფლისწყაროს მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებლობის პროგრესი შეაფასა. აკაკი მშვიდობაძე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა და ადგილობრივებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ დედოფლისწყაროსა და 14 სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების მშენებლობა. პროექტების ჯამური ღირებულება 58 მილიონი ლარია. სამუშაოები ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შედეგად 21 000 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა, რომ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლოს.“ - განაცხადა აკაკი მშვიდობაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი, ცენტრალიზებული სისტემა. დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი