აბაშაში 42 წლის მამაკაცს ეძებენ

აბაშაში 42 წლის მამაკაცს ეძებენ

აბაშაში 42 წლის გიორგი კიკაბიძეს ეძებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" დაკარგულის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა, ბოლოს აბაშის ცენტრში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება.

მისივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართეს.

“დილით სამსახურში წავიდა, სამსახურიდან დაბრუნებულა და აბაშის ცენტრში ჩამოსულა. დედამისს ტელეფონზე ეკონტაქტებოდა, მაგრამ მოგვიანებით კავშირი გაწყდა. პოლიციას უკვე მივმართეთ. სად შეიძლებოდა წასულიყო, არანაირი ვერსია არ გვაქვს”, - განაცხადა დაკარგულის ახლობელმა ირაკლი ლიპარტიამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს