ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ლენტეხში, მასშტაბური გამწვანებისა და დასუფთავების აქცია ჩატარდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინიციატივით, ლენტეხში, მასშტაბური გამწვანებისა და დასუფთავების აქცია ჩატარდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქციის ფარგლებში, ბაღები, სკვერები, ქუჩები და დაწესებულება-ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიები, ასევე, მდინარეების სანაპიროები დასუფთავდა. ამასთან, ყვავილები და მწვანე ნარგავები დაირგო.

სამუშაოები, საავტომობილო და საფეხმავლო გზებზე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობდა.

მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, საჯარო სამსახურების, ა(ა).ი.პ-ების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„მისასალმებელია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა და ჩვენი რაიონის დასუფთავება-გალამაზებაში მონაწილეობა მიიღო. ვიმედოვნებ, რომ მომავალში თითოეული ჩვენგანი იმ გარემოს გავუფრთხილდებით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა გია ონიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა